საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კონსტანტინოს ტასულასი აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კონსტანტინოს ტასულასი აირჩია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბერძენმა დეპუტატებმა ხმის მიცემის მეოთხე ტურში კონსერვატიული მთავრობის კანდიდატისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინოს ტასულასის კანდიდატურას მხარი 160 ხმით დაუჭირეს.
საბერძნეთის პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად მეოთხე ტურის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ სამ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეოთხე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 151 ხმა იყო.
კონსტანტინოს ტასულასი, რომლის ინაუგურაციაც 13 მარტს გაიმართება საბერძნეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კატერინა საკელაროპულუს შეცვლის.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს