რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირზე ორიენტირება ქვეყანას დამატებით დივიდენდებს მოუტანს.
„როგორც ჩანს, სომხეთში არსებობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირზე ორიენტირება რაიმე დამატებით დივიდენდებს მისცემს ქვეყანას და ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, სომხეთის პარლამენტმა დღეს სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/strasburg-ECcsd0-300x200.jpeg)