აშშ-ის თავდაცვის მდივანი – ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი – დროა, მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ

ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენი ვალდებულება ნათელია: ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი. დროა, მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ“, – წერს პიტ ჰეგსეტი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მივიდა, სადაც დღეს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს