ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება – ამ ტერორის დასრულება მხოლოდ ზეწოლას შეუძლია

პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ს მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
„რუსეთმა წუხელ ს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტია. საცხოვრებელი კორპუსები, საოფისე ფართები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსული ტერორი თავისით არ დასრულდება“.
„პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება – ის უკრაინელების მკვლელობასა და ქალაქების განადგურებას აგრძელებს. ამ ტერორის დასრულება მხოლოდ ძლიერ ქმედებებსა და ზეწოლას შეუძლია. ახლა, ამ ომის სამართლიანად დასრულებისთვის ბრძოლაში ჩვენი ყველა პარტნიორის ერთიანობა და მხარდაჭერა გვჭირდება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი