კიევზე სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ობოლონსკის რაიონში ერთი დაღუპულის გარდა სულ მცირე სამი დაშავებულიცაა, მათ შორის ბავშვი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა სახლები და სხვა შენობები დააზიანა და ხანძრები გამოიწვია კიევის ოთხ რაიონში.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტებით შეტევის საფრთხის გამო კიევში საჰაერო განგაში 12 თებერვალს, 04:27 საათზე გამოცხადდა, რასაც მალევე მოჰყვა აფეთქებები.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“