პაატა ბურჭულაძეს: სამშობლოს სამსახურში რუსთაველზე! 77 დღე გავიმარჯვებთ! დაბადების დღეს გილოცავ, ყველაზე მაგარო ადამიანო!

მსოფლიო ბანი დღეს იუბილარია. პაატა ბურჭულაძე დღეს 70 წელი შეუსრულდა. ლიტერეტურათმცოდნე, ჟურნალისტი პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
Paata Burchuladze მახსოვს, მამა როგორ მოვიდა ერთხელ აღფრთოვანებული და გვახარა, იცით ჩემი შუქრის (ასე მოიხსენიებდა შენს არაჩვეულებრივ მამას და უახლოეს მეგობარს) პაატამ იტალიაში კონკურსში გაიმარჯვაო, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ასეთი ამბებით არც განებივრებული ვიყავით და ვერც წარმოგვედგინა. მერე იყო დიდი წარმატებები, საყოველთაო აღიარება და მაყურებლის სიყვარული. იყო არანაკლებ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობა და ბევრი გაუბედურებული ადამიანის გახარება. ახლა კი ყოველდღე ველოდები, როდის შემომხვდება ნიუსფიდზე მოკრძალებული სტატუსი ყოველგვარი პათეტიკის, პატრიორული ნარატივებისა და ინტელექტუალური პოზიციონირების გარეშე, მაგრამ სავსე თავდადებით, ერთგულებითა და იმედით:
სამშობლოს
სამსახურში
რუსთაველზე!
77 დღე
გავიმარჯვებთ!
დაბადების დღეს გილოცავ, ყველაზე მაგარო ადამიანო!
News.ge უერთდება მილოცვას. მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს იუბილეს ულოცავს, საუკეთესო სურვილებით!
ცნობისათვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მსოფლიო ბანს, საიუბილეო კონცერტის ჩატარებისათვის დარბაზი არ გამოუყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”