ბენ კარდინი: გილოცავთ და ველით რეფორმების შესრულებას

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და საკუთარ მილოცვას აქვეყნებს:
„ვულოცავ ს, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველოდებით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა იქნება სამომავლოდ, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენი კანონიერი ადგილის დაკავებისას”, – წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.
14 დეკემბერს ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინა და მოლდოვა კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო