“დევნილმა ადამიანური სასიცოცხლო პირობების არ ქონის გამო თავი დაიწვა. დაიტირეს როგორც სტატისტიკური მიცვალებული. ბაბუშერის აეროპორტში ამდენი წლის შემდეგ ფრენები აღდგა, ოპოზიციამ სირიის მთავრობას მიმართა, გაიწვიოს აფხაზეთის აღიარება, ხელისუფლების სტოიკური დუმილი არ გამკვირვებია, მაგრამ კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ “კრავები” მიხვდნენ, ქართული ოცნება აფხაზეთის საბოლოო ანექსიას აწერს ხელს და დუმილი დაარღვიონ. ხო, ჩემს ფრენდებში აფხაზეთის ხელისუფლების წევრები ოდებს უძღვნიან ხელისუფლებას. ან აქამდე როგორ მოვედით?!” – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.
ცნობისათვის, სოხუმის აეროპორტი მთლიანად რუსული იქნება და არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედროც – საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატო-მ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ომი დასრულდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენ წინააღმდეგ,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი რუსეთიდან ჩამოდის და აფხაზებს იქ საერთოდ არ შეუშვებენ.