CNN – აშშ-ის სახაზინო მდივანი იშვიათი ლითონების საკითხის განსახილველად კიევში ჩავა

აშშ-ის სახაზინო მდივანი კიევში ჩავა იშვიათი ლითონების საკითხის განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ვიზიტის გეგმებთან ნაცნობ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბერსეტი მიმდინარე კვირას კიევში ჩასვლას აპირებს, რათა უკრაინის ოფიციალურ პირებთან ქვეყანაში არსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი იშვიათი ლითონების მარაგები განიხილოს.
ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას იშვიათი ლითონებისადმი წვდომის მოპოვება სურს უკრაინისთვის ამერიკული დახმარების სანაცვლოდ.
“მათ ვუთხარი, რომ დაახლოებით 500 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი იშვიათი ლითონები მსურს. და ისინი არსებითად დათანხმდნენ ამას, ასე რომ, როგორც მინიმუმ, უტვინოდ არ ვგრძნობთ თავს,” – განაცხადა ტრამპმა.
უკრაინისთვის პრეზიდენტმა მ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას (მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე) ის კიევში ტრამპის ადმინისტრაციიდან “სერიოზულ ხალხთან” შეხვედრებს გეგმავს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია ვისთან. უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ იშვიათი ლითონების უფასოდ გადაცემას არ აპირებს.
“უკრაინა ღიაა პარტნიორობებისთვის, მაგრამ ჩვენი რესურსები არაა ისეთი რამ, რასაც უბრალოდ გადავცემთ – ჩვენს უახლოეს პარტნიორებსაც კი. სტრატეგიული თანამშრომლობა ორმხრივ სარგებლიანი უნდა იყოს,” – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ იშვიათ ლითონებში იგულისხმება ლითიუმი, ტიტანი, ბერილიუმი და ურანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: ახლა რომ აბრალებთ მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს, სავსე მთვარეობას, ილონ მასკს, ყველას და ყველაფერს საკუთარი თავის გარდა, განა რა ხდება ისეთი, რაც ჩვენს ბავშვობაში არ მომხდარა?