დონალდ ტრამპი – ჯეი დი ვენსს ჩემს მემკვიდრედ არ განვიხილავ

ჯეი დი ვენსს ჩემს მემკვიდრედ არ განვიხილავ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა -ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს 2028 წელს „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატად, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა, მაგრამ ის ნიჭიერია“.
„ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. ის არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს. ჯერ ადრეა. ახლახან დავიწყეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა.
„ბევრი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ისტორიაში ეს საუკეთესო დასაწყისია. ძალიან ბევრი რამ ძალიან სწრაფად გავაკეთეთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად