მდინარაძე: ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ … რაც შეეხება სააკაშვილს, ის საქართველოს მტერია

ვუ­ლო­ცავ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე­საც, რო­მელ­მაც არ და­იმ­სა­ხუ­რა იყოს პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა და მა­ინც ვუ­ლო­ცავ , – ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ იმ­სა­ხუ­რებ­და.

“ის ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ იმ­სა­ხუ­რებს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს და სა­ქარ­თვე­ლო, ამ დროს იმ­სა­ხუ­რებს, ეს ყვე­ლაფ­რით და­დას­ტურ­და. ქვეყ­ნის მტე­რი უნდა იყო, რომ სტა­ტუ­სის არ­დამ­სა­ხუ­რე­ბა და­აბ­რა­ლო. ეს არის მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვი. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ. ვუ­ლო­ცავ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე­საც, რო­მელ­მაც არ და­იმ­სა­ხუ­რა იყოს პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა და მა­ინც ვუ­ლო­ცავ. ქალი, რო­მე­ლიც იწო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად, ფორ­მა­ლუ­რად ამ სტა­ტუსს ინარ­ჩუ­ნებს, ამ­ბობს, რომ არც შარ­შან და არც წელს სა­ქარ­თვე­ლო არ იმ­სა­ხუ­რებ­და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს. დღეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კი არ უნდა იყოს მთა­ვა­რი თემა, თქვე­ნი მხრი­დან, თუ თე­მის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბაა, ეგ ცუდი ამ­ბა­ვია, ჩემი აზ­რით. ამის მი­უ­ხე­და­ვად გი­ლო­ცავთ ყვე­ლას, – გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კამ მდი­ნა­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ულო­ცავს თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მდი­ნა­რა­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

“ის არ არის ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, ის სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რია, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით”, – აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ