ბოლო თვეების განმავლობაში გინახავთ ამერიკის ელჩი გამოსულიყო და დაეგმოს ჩვენი რომელიმე განცხადება, მიღებული კანონი ან აქციაზე ძალადობრივი ქმედებისთვის სხვადასხვა პირების დაკავება?

ბოლო თვეების განმავლობაში გინახავთ ამერიკის ელჩი გამოსულიყო და დაეგმოს ჩვენი რომელიმე განცხადება, მიღებული კანონი ან აქციაზე ძალადობრივი ქმედებისთვის სხვადასხვა პირების დაკავება?
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა თავისთავად მოხდება,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის ელჩი არც ერთხელ არ გამოსულა საზოგადოების წინაშე და არ დაუგმია ხელისუფლების განცხადებები, მიღებული კანონები და ა. შ.
„ჩვენი პოლიტიკაა თანხვედრაში ტრამპის პოლიტიკასთან თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამას საზოგადოება კარგად ხედავს.
ხედავენ ევროკავშირშიც. სად არიან ახლა ის პარლამენტარები, კუბილიუსის თამადობით რომ გამოდიოდნენ და ჭკუას გვასწავლიდნენ? ვითომ რეზოლუციასაც რომ იღებენ. რით ვერ მიხვდნენ, რომ მათ რეზოლუციებს ფასი მას შემდეგ აღარ აქვს, რაც მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და დღის წესრიგში სულ სხვა რამ დადგა. დღეს ამერიკის პრეზიდენტის მიზანი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა, განსხვავებით მისი წინამორბედისგან. ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირდაპირ ამბობდნენ, რომ ში, რაც შეიძლება დიდხანს უნდა გავაგრძელოთ ომის პროცესიო.
ჩვენ ვამბობდით რომ უკრაინაში მშვიდობა გვსურდა. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კი ეს სიტყვა აღიზიანებდა. ახლა თავად ზელენსკი საუბრობს მშვიდობაზე. არც არავინ ეკითხება, რატომ გადათქვა თავისი სიტყვები რომ ტერიტორიული მთლიანობის გარეშე მშვიდობა არ იქნებოდა. აი ეს არის ორმაგი სტანდარტი.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა თავისთავად მოხდება. ბოლო თვეების განმავლობაში გინახავთ ამერიკის ელჩი გამოსულიყო და დაეგმოს ჩვენი რომელიმე განცხადება, მიღებული კანონი ან აქციაზე ძალადობრივი ქმედებისთვის სხვადასხვა პირების დაკავება?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა

ევრობიუროკრატია დღეს დიპ სტეიტის ხელით რომ იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება – საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ

დიპ სტეიტს უნდა, აჩვენოს ხალხს, რომ ევროპის უმძიმესი მდგომარეობა პოლიტიკური სპექტრის, არსებული პოლიტიკური სისტემის ბრალია – დიპ სტეიტს სურს, რომ ხალხის თვალში ბოლომდე დააკნინონ პოლიტიკური “ლიდერები” და სახელმწიფო ინსტიტუტები

„შეთანხმებას“, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და შედეგად, ევროგაერთიანების ხარაკირს სწორედ მისი ავტოგრაფი ექნება სამუდამოდ, წინ უსწრებდა კიდევ ერთი, არანაკლებ კაბალური შეთანხმება, რაც სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გულისხმობს