ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარეს

დღეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა წვევამდელებმა სამედიცინო შემოწმება გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარეს.
სამედიცინო კომისიის შედეგებიდან გამომდინარე წვევამდელები სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლას 6 ან 8 თვის განმავლობაში შეუდგებიან.
წვევამდელების ნაწილი ვებ-გვერდზე conscript.mod.gov.ge დარეგისტრირდა, ნაწილმა კი, ადგილობრივ სამხედრო განყოფილებას საკუთარი სურვილით მიმართა.
გამოძახებამდე, საკუთარი სურვილით განაცხადის გაკეთება მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6, 8, ან 11-თვიანი ვადებიდან, მის დაკომპლექტებამდე, არჩევანის საშუალებასა და განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 30 %-იანი დანამატის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
6-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო ქვედანაყოფში იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. 8-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და დარიცხულ ანაზღაურებას თვეში 635 ლარის ოდენობით მიიღებენ.
11-თვიანი ვადით წვევამდელებს შეუძლიათ იმსახურონ საბრძოლო ქვედანაყოფში უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე. წვევამდელების დარიცხული ანაზღაურება თვეში 1275 ლარიდან 1530 ლარამდე შეადგენს. 11 თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ მათ მიენიჭებათ შესაბამისი სამხედრო წოდებები – ლეიტენანტი ან უმცროსი სერჟანტი და ჩაირიცხებიან რეზერვში.
თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა

ევრობიუროკრატია დღეს დიპ სტეიტის ხელით რომ იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება – საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ

დიპ სტეიტს უნდა, აჩვენოს ხალხს, რომ ევროპის უმძიმესი მდგომარეობა პოლიტიკური სპექტრის, არსებული პოლიტიკური სისტემის ბრალია – დიპ სტეიტს სურს, რომ ხალხის თვალში ბოლომდე დააკნინონ პოლიტიკური “ლიდერები” და სახელმწიფო ინსტიტუტები

„შეთანხმებას“, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და შედეგად, ევროგაერთიანების ხარაკირს სწორედ მისი ავტოგრაფი ექნება სამუდამოდ, წინ უსწრებდა კიდევ ერთი, არანაკლებ კაბალური შეთანხმება, რაც სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გულისხმობს