– ტრამპთან შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრებსა და -ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მეგობრული იყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრებისა და -ის პრეზიდენტების შეხვედრების ისტორიაში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ტრამპთან ისტორიული შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრებსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მეგობრული იყო“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, ისრაელის ომის მიზნებს იზიარებს.
„დონალდ ტრამპის გეგმა ღაზის სექტორის მომავლის შესახებ ახალ და კრეატიულ ხედვას წარმოადგენს და მას მისი განხორციელება გადაწყვეტილი აქვს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან