87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი მედეა კუჭუხიძე

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი მედეა კუჭუხიძე.

მედეა კუჭუხიძე, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, რეჟისორი,  განხორციელებული აქვს 80-მდე დადგმა,

მარჯანიშვილის სახ. თეატრში (1964 წლიდან 2008 წლმადე)  დადგმულ სპექტაკლებს შორის აღიარება მოიპოვა შემდეგმა სპექტაკლებმა: მ. ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (ეს დადგმა  1991 წელს იაპონაში იქნა წარმოდგენილი,  თეატრ „კაბუკის“ მოწვევით, საპასუხოდ საქართველოში წარმოდგენა აჩვენა „კაბუკის“ თეატრმა), ლალი როსებას „პროვინციული ამბავი“ (დაჯილდოვდა მარჯანიშვილის პრემიით და საგანგებოდ მიიწვია მოსკოვში,  საკავშირო თეატრალური საზოგადოებამ), ლალი როსებას „პრემიერა“ (წლის საუკეთესო სპექტაკლი), ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“, ა. აფინოგენოვის „შიში“ ( წლის საუკეთესო სპექტაკლი, პრემიერა შედგა  კიევში ), ნიკო ლორთქიფანიძის „ჟამთა სიავე“ (სპექტაკლის სცენოგრაფია, მხატვარი გ. გუნია, საუკეთესო სცენოგრაფიის მსოფლიო ათეულში შეიყვანეს), პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასული და ტყის ქალები“, „პორტოპოლოს ტუსაღები“ , ლ, თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“, რ. კლდიაშვილის „საპოვნელა“(წლის საუკეთესო სპექტაკლი), ჯაბა იოსელიანის „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, “ტაკიმასხარა, “ეთერიანი”  და სხვა.

მედეა კუჭუხიძემ განახორციელა დადგმა შოთა რუსთაველის, ალექსანდრე გრიბოედოვის, სოხუმის აკადემიური თეატრების სცენებზე. მათ შორის  განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა ტენესი უილიამსის „მინის სამხეცემ“ (შოთა რუსთაველის თეატრი, 1971წ.), გუდრიჩი-ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიურმა“ (ალექსანდრე გრიბოედოვის თეატრი, 1964წ).