უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბრიტანელი მხატვარი და ილუსტრატორი ჯორჯ ბატლერი ქვეყანაში გაემგზავრა. მას თანამედროვე ომის პერიოდის ცხოვრების ასახვა სურდა. მან ასევე შეკრიბა 25 ადამიანის მონათხრობი და ისინი გააერთიანა წიგნში – “უკრაინა: მეც გახსოვდე“.