პოპულისტების ზეწოლის ფონზე გადადგა რუმინეთის პრეზიდენტი

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა 10 თებერვალს გადადგომის შესახებ გამოაცხადა. მან პოსტი დატოვა იმ ფონზე, როცა იზრდებოდა ზეწოლა პოპულისტური ორიენტაციის ოპოზიციური ჯგუფებისგან და ორ თვეში მას მერე, რაც სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.
“იმისთვის, რომ რუმინეთს ეს კრიზისი ავაცილო, მე ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის პოსტს”, – თქვა იოჰანისმა ემოციურ მიმართვაში და დასძინა, რომ ოფისს 12 თებერვალს დატოვებს.
65 წლის იოჰანისი 2014 წლიდან იყო პრეზიდენტი და ორჯერ იმსახურა ხუთწლიანი ვადით, რაც მაქსიმალური დროა. მაგრამ მისი პრეზიდენტობის ვადა დეკემბერში გახანგრძლივდა მას მერე, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გააუქმა არჩევნების პირველი ტურის შედეგები.
პირველ ტურში მოულოდნელად გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე პოპულისტმა პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ, რის შემდეგაც არჩევნებში რუსეთის ჩარევის და საარჩევნო დარღვევების თაობაზე გავრცელდა ცნობები.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”