ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს, ასევე სოფელ დიღომს შეეხება.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, კევლიანი, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:10 საათამდე და 14:50-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 14:15-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, რენე შმერლინგის, ჩალიპირების და მიმდებარე ტერიტორიაზე; 15:30-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, სიმონიანთხევი, გორანა, თოლენჯი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/abramovi-Zs6q5h-300x225.jpeg)