წინასწარი შედეგებით, კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთის მმართველი პარტია „თვითგამორკვევის მოძრაობა“ (Vetëvendosje) 41.3 %-ით ლიდერობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად პარტია პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო მანდატებს ვერ აგროვებს.
მეორე ადგილზეა „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“ ხმების 21.8%-ით, მესამეზე კი „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ – 17.8%-ით.
ცნობისთვის, კოსოვოში საპარლამენტო გუშინ ჩატარდა. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 88%-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას