2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია

პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომისიაში , ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, და პაატა სალია წარადგინა.
როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კომისიაში იქნებიან „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ – ილია ინჯია.
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტურად რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…