დიმიტრი ცქიტიშვილი – ყველას ჩვენი შიდაპარტიული შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა საკითხზე და გარკვეულწილად ამის მიხედვით ვმოქმედებთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია, გვქონდეს კომუნიკაცია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან

ვიკრიბებით, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კოორდინაცია და გავარღვიოთ ის ხაზი, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეხება, რომ სრულად იზოლირებული იყვნენ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისგან, ასევე როგორი უნდა იყოს ჩვენი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თავისი შიდაპოლიტიკური შეხედულებების მიხედვით მოქმედებს, კოორდინაცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით – საჭიროა, თუმცა ერთიანი ფრონტის შექმნასთან დაკავშირებით გაჟღერებულ აზრს, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას გულისხმობს, არარეალისტურად და არაორგანულად მიიჩნევს.
„ვიკრიბებით, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენო კოორდინაცია და გავარღვიოთ ის ხაზი, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეხება, რომ სრულად იზოლირებული იყვნენ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისგან, ასევე როგორი უნდა იყოს ჩვენი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს.
ჩვენ ყველას ჩვენი შიდაპარტიული შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე და გარკვეულწილად ამ შეხედულებების მიხედვით ვმოქმედებთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ გვქონდეს კომუნიკაცია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან.
ჩვენ ყველა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნები, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს, მზად ვართ ერთიან ფორმატში ვიმუშაოთ, როგორც ეს PACE-ს შემთხვევაში გვქონდა. მაგრამ ერთიანი ფრონტის შექმნა არ მგონია სწორი, ორგანული და რეალისტური“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”