საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტაქსი ყველაზე ძვირია – როგორია ტარიფები სხვა ქვეყნებში

Numbeo-მ 98 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 4.29 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ფილიპინებზეა და 26 ცენტს უტოლდება.
5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება:
შვეიცარია – 4.29 დოლარი;
ლუქსემბურგი – 3.67 დოლარი;
ქუვეითი – 3.24 დოლარი;
მავრიკი – 3.21 დოლარი;
ალბანეთი – 3.13 დოლარი.
ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:
ფილიპინები – 26 ცენტი;
მოლდოვა – 27 ცენტი;
ინდოეთი – 28 ცენტი;
უზბეკეთი – 30 ცენტი;
ეგვიპტე – 30 ცენტი.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 72-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების ფასი საქართველოში 72 ცენტს შეადგენს. რეგიონის ქვეყნების მონაცემები კი ასე გამოყურება:
თურქეთი – 77-ე ადგილი, 64 ცენტი;
აზერბაიჯანი – 80-ე ადგილი, 59 ცენტი;
რუსეთი – 92-ე ადგილი 31 ცენტი.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“