“თუ იმის გამო გიჭირს მოსვლა, რომ კითხვები იქნება და ვინმე ვერ გაგიგებს, არ იდარდო” – ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს:
“დეე, ჩემო სუნთქვა, თუ იმის გამო გიჭირს მოსვლა, რომ კითხვები იქნება და ვინმე ვერ გაგიგებს, არ იდარდო.
არაფერი გაგიკეთებია ისეთი, რომ გიჭირდეს მოსვლა. შენ კი არა ჩვენ გვაპატიე თუ რამე ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც შენ გულს გაუხარდება.
გვაპატიე მეც და მამასაც, ოღონდ შენ მოდი დე.
შენი და შენი ძმების სიცოცხლეზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არაფერია, დე” – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისთვის, მოზარდი 16 იანვარს, საღამოს საათებში გაუჩინარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს