– გვსურს რუსეთ – უკრაინის ომის შეჩერება, ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მხარესთან – მჯერა, რომ პროგრესს ვაღწევთ

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები პროგრესს აღწევს, – Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, ტრამპმა უპასუხა: „მქონდა“.
„მოდით, უბრალოდ ვთქვათ, რომ მქონდა და კიდევ ბევრ საუბარს ველოდები. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, არ მინდა გითხრათ ამ საუბრების შესახებ. მჯერა, რომ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ გვსურს რუსეთ – უკრაინის ომის შეჩერება. ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მხარესთან“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი