“ზარალას”, გოჩა ენუქიძის, “ვისოლის”, ნოშრევან ნამორაძის, ბიძინა ივანიშვილის მშენებლობები – დეპუტატის კითხვა კორუფციულ გარიგებებზე და მერის პასუხი

საკრებულოს დეპუტატი, ლილე ლიპარტელიანი:
დღეს, ჩემი კუთვნილი 3 წუთიდან, მხოლოდ 1 წუთის გამოყენება შევძელი. მერიის კორუფციული გარიგებებზე კითხვა, ცენზურით დასრულდა. Kakhi Kaladze აქ გავაგრძელებ კობა კვეტენაძის მიწების მონაცვლეობა თუ მშენებლობა-დიდ დიღომში, გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას” მშენებლობა-ყოფილი საქანელას ქუჩის მიმდებარედ, თქვენი მეგობრის, გოჩა ენუქიძის მშენებლობა – “აკადემ ქალაქის” ტერიტორიაზე, “ვისოლ ჯგუფის” მშენებლობები-იპოდრომის თუ ყოფილი საზოგადოებრივი ტელევიზიის ტერიტორიაზე, ნოშრევან ნამორაძის მიერ სპორტის უნივერსიტეტის მიტაცება და იქ ცათამბჯენების მშენებლობა, ვერეს ხეობაში განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნა და ასევე ნამორაძისთვის გადაცემა, სამშენებლო მოედნად გამზადებული ვისკის სახლის ტერიტორია, ვერეს დაღმართზე, ს მშენებლობები-ლაგუნა ვერეს, ორბელიანის მოედანზე, “პანორამა თბილისი” თუ ერთ ლარად მისაკუთრებული პუშკინის მოედანი. აცნობიერებთ ამხელა მოცულობის მშენებლობები დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში რა შედეგებს მოიტანს გრძელვადიან პერსპექტივაში? რატომ ანადგურებთ დედაქალაქის იდენტობას თქვენი და თქვენი საახლობლოს საერთო ინტერესების დაკმაყოფილების სანაცვლოდ? რატომ დომინირებს კერძო ინტერესები საჯარო ინტერესებზე? წარმოდგენა გააქვთ ამ პროექტების და კიდევ სხვა უამრავი, დედაქალაქის გენერალური გეგმაში რადიკალური ჩარევით მიღებული პროექტების ერთობლიობა რას უქადის ისედაც დაპაუზებული დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკას?
რამდენი წელია საკრებულოს წევრი ბრძანდებით? მეხუთე? ამდენი სისულელე ერთად არ გითქვამთ, რაც ეხლა თქვით, გულწრფელად გეუბნებით, ვნატრობდი ერთი მეტერი–მეთქი.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც