დონალდ ტრამპის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა ევროპამ უნდა იკისროს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დეტალები არ დააკონკრეტა, მაგრამ განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტი მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულებას, – ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ამასთან, მისი თქმით ტრამპი შეეცდება, უკრაინას სამხედრო დახმარების ხარჯები უკრაინასთან მის იშვიათ მინერალებზე, ბუნებრივ რესურსებზე, მათ ნავთობსა და გაზზე პარტნიორობით დაფაროს.
მაიკ უოლცმა ასევე განაცხადა, რომ ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა ევროპამ უნდა იკისროს.
„ომის დასრულების შემდეგ, ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ დაეუფლონ ამ კონფლიქტს. უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, ის ნამდვილად ევროპელებთან იქნება“, – აღნიშნა უოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი