დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინს ვესაუბრე, მას სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რამდენჯერ ისაუბრა პუტინთან, ტრამპმა უპასუხა: „სჯობს, არ ვთქვა“.
მისი თქმით, პუტინი დაინტერესებულია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ.
„ყველა ის დაღუპული ადამიანი. ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი შენს შვილებს ჰგვანან, ორი მილიონი – და უმიზეზოდ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის არასდროს მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.
”მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერისთვის სირცხვილი იყო. სრული სირცხვილი”, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.
”იმედი მაქვს, რომ სწრაფად. ყოველდღე ხალხი კვდება. ეს ომი ძალიან ცუდია. მინდა დავასრულო ეს წყეული რაღაც”, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!