9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოში პირველად ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი (EYOF 2025) გაიმართება. ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს. 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლეთ და 10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გვაქვს პატივი, საქართველოში მნიშვნელოვან ახალგაზრდულ სპორტულ ღონისძიებას დავხვდეთ.
EYOF-ს უკვე 33-წლიანი ტრადიცია დაუგროვდა და წლიდან წლამდე იზრდება ტურნირის როგორც მასშტაბი, ისე მნიშვნელობა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პირველად 1991 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გაიმართა – ფესტივალი ზაფხულის სპორტებით დაიწყო და 2 წლის შემდეგ ზამთრის სპორტებიც გააერთიანა.
საქართველოს 46 ქვეყნიდან 900-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი და 700 ოფიციალური წარმომადგენელი ესტუმრება. ფესტივალი 8 სხვადასხვა სპორტულ სახეობას აერთიანებს:
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/tsdd_w_h-xWwrke-300x169.jpeg)