ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
ს ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.26%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება 48.15 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.28 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 5.99%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 35.40 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.76 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება “საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 0.99%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 12.00 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 559.22 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” კომპანიის აქციების ფასი 21.13%-ით გაიზარდა, “თიბიის ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი კი გაზრდილია 25.98%-ით, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” აქციების ღირებულება 6 თვიან ჭრილში 20.97%-იან ზრდას აჩვენებს.