პროტესტი სახელწოდებით “სლოვაკეთი ევროპაა” 50-ზე მეტ ქალაქში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
პროტესტების ორგანიზატორები დემოკრატიული ღირებულებებისადმი საფრთხეზე მიანიშნებენ და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ. სლოვაკეთის გარდა პროტესტები ასევე მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ქალაქში გრძელდება.
მედიის თანახმად, პროტესტები დემოკრატიული ღირებულებებისადმი მზარდმა საფრთხეებმა და მოსკოვის გავლენამ გამოიწვია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/81e84fbf-d450-44b7-86e1-9be7604cf7b6_tv_w1200_r1-xx4Tje-300x169.jpeg)