“ეს ზიზღი როდის უნდა დამთავრდეს?“ – რას ამბობს გიორგი გასვიანი

მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით, “მისთვის ყველა ცუდი და გოიმი “ტიპია“, ვინც საზოგადოებას ზიზღის ენით ელაპარაკება“.

“ქართული ზიზღის ბიბლია! 30 წელი იწერებოდა… ავტორი უცნობია. აი ვზივარ და ვფიქრობ.. ეს ზიზღი როდის უნდა დამთავრდეს? არც ომზე ვფიქრობ, არც მშვიდობაზე და არც 1000 ლარიან პენსიებზე.. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, განა ოდესმე დამთავრდება ზიზღი, რომლის ლეგალიზაციაც მოხდა ამ 30 წლის მანძილზე? ყველას ევროკავშირში უნდა, მაგრამ არა ერთად, ყველას ცალ-ცალკე უნდა, თავისებურად!

სანამ ზიზღი იმეფებს ვერავინ ვერსად ვერ შევა! განსხვავებული აზრის კატეგორიული მიუღებლობა და უპატივცემულობა ნიშნავს ზიზღს! ჩემთვის ყველა გოიმი და ცუდი ტიპია, ვინც ზიზღის ენით ელაპარაკება საზოგადოებას! ზიზღის ბიბლია დაიწერა 30 წელიწადში!“, – წერს გიორგი გასვიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!