„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 10 წევრისგან დაკომპლექტდება

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია“ 10 წევრისაგან შედგება. კომისიაში 5 წევრი უმრავლესობის, 5 კი ოპოზიციის დეპუტატი იქნება. წევრთა რაოდენობა და პროპორციული კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განსაზღვრა.
„ხალხის ძალა“ კომისიაში 2 წევრით იქნება წარმოდგენილი, ერთი წარმომადგენელი ეყოლება „ევროპელ სოციალისტებს“, ხოლო 2 ადგილი უფრაქციო დეპუტატებისთვის ანუ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის არის განსაზღვრული.
კომიტეტმა ასევე პარლამენტის კომიტეტებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიასა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული კვოტების ხელახალი გადანაწილება განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, ამის საჭიროება ბოლო დროს პარლამენტში განხორციელებულმა ცვლილებებმა, 49 დეპუტატისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამ და ახალი პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ შექმნამ გამოიწვია.
კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

მესმის, რომ დავალებების შესრულება ამ ქალისთვის უცხო ხილი არ არის, მთელი მისი კარიერა სწორედ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და დავალებებს ასრულებდა, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს?

თუ ერთ ადამიანს განზრახვა ჰქონდა, რომ მეორე ადამიანისთვის რამე კანონსაწინააღმდეგო მიეცა, როგორმე მოახერხებდნენ ისეთი ადგილის პოვნას, რომ შენი პატრონების მიერ გაგზავნილ, დავერბოვკებულ მედიას არ გადაეღო