მღვდელმა ბავშვი არ მონათლა, რადგან ნათლია სამოქალაქო აქტივისტი უნდა ყოფილიყო

რაჭაში მღვდელმა ბავშვის მონათვლაზე უარი თქვა, რადგან ნათლია სამოქალაქო აქტივისტი უნდა ყოფილიყო – ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი “მთის ამბებზე” დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემას ეთერ არსანიძე უყვება, რომ ბავშვი მოგვიანებით სხვა მამაომ ისე მონათლა, რომ სამოქალაქო აქტივისტს პროცესში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.
“ზაფხულში უნდა მოგვენათლა ბავშვი და როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მამაომ უარი თქვა ბავშვის მონათვლაზე თუკი მე უნდა ვყოფილიყავი ნათლია. შემდეგ უკვე განმეორდა მეორე მამაოსთან, ნათლისღების წინა პერიოდში. ბავშვი მონათლეს ეთოს გარეშე. ეს იყო კიდევ ერთი დამარწმუნებული, რომ დამატებითი ინსტიტუციები და განსაკუთრებით ეკლესია მაქსიმალურად ცდილობს, რომ თუკი განსხვავებული აზრი გაქვს და რეჟიმს არ ემხრობი, გარშემო ადამიანები შემოგაცალოს”, – ამბობს ეთო არსენიძე.