შარლ მიშელი – გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში – ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მესიჯია, რომელსაც ევროპელ, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და მსოფლიოს ვუგზავნით

დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში – ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მესიჯია, რომელსაც ევროპელ, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და მსოფლიოს ვუგზავნით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, ეს „ნათელი არჩევანია“.
“სამიტს, რომელიც დასრულდა, ისტორიული განზომილება ჰქონდა, ვინაიდან, გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები გავხსნათ და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივცეთ საქართველოს. ასევე, გადავწყვიტეთ მოლაპარაკებები გავხსნათ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო დონეს მიაღწევენ…
ჩვენ ვხელმძღვანელობდით იმედის ლოგიკით, თავდაჯერებულობის ლოგიკით, და ეს ნათელი არჩევანია, ვინაიდან სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მესიჯია, რომელსაც ჩვენს ევროპელ მოქალაქეებს, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს ვუგზავნით”, – განაცხადა მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”