ანა ნაცვლიშვილი – ევროპამ აჩვენა პოლიტიკის და დიპლომატიის მასტერკლასი – როგორც ბრძოლაში ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად, ზეიმშიც ვარ ხალხთან ერთად

გუშინ ევროპამ აჩვენა პოლიტიკის და დიპლომატიის მასტერკლასი და ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა როგორც საქართველოს, მოლდოვას უკრაინას, ასევე მოსკოვს – კარგად უნდა დაიმახსოვრონ ეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, არ აქვს, მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულად მოიქცევა და საქართველოს პრეზიდენტს ტრიბუნაზე ასვლის საშუალებას მისცემს.
ოპოზიციონერი დეპუტატი სახალხო ზეიმზე სალომე ზურაბიშვილის ყოფნას მიესალმება.
„ეს ზეიმი არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას. ეს ზეიმი ეკუთვნის ქართველ ხალხს და მე პირადად იმიტომ ვარ აქ, რომ როგორც ბრძოლაში ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად, როდესაც ევროპული მომავალი იყო დასაცავი, ასევე, ზეიმშიც ვარ ხალხთან ერთად და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ