მიხაილ ფრიდმანმა და პეტრ ავენმა სანქციების მოხსნის იმედით, „ალფა-ბანკში“ საკუთარი წილები გაყიდეს – Financial Times

სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქებმა მიხაილ ფრიდმანმა და პეტრ ავენმა გაყიდეს თავიანთი წილები ს უმსხვილეს კერძო ბანკში და მის სადაზღვევო კომპანიაში. რუსი მილიარდერები იმედოვნებენ, რომ Alfa-Bank-ის და Alfa-Insurance-ს გაყიდვა მათ ევროკავშირის სანქციების მოხსნაში დაეხმარება. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.
გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფრიდმანმა და ავენმა Alfa-Bank და Alfa-Insurance გადასცეს თავიანთ დიდი ხნის პარტნიორ ანდრეი კოსოგოვს.
2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ამ კომპანიებს დაახლოებით 240 მილიარდ რუბლად (2,5 მილიარდი დოლარი) აფასებდა. ოლიგარქები ფლობდნენ ბანკის აქციების 45%-ს და სადაზღვევო კომპანიის 42%-ს.
კოსოგოვი, რომელიც არ ექვემდებარება სანქციებს, გამოვიდა ჩრდილიდან და გახდა Alfa-Bank-ისა და LetterOne ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერი მისი სანქცირებული პარტნიორების აქციების შეძენის შემდეგ.
ოლიგარქები იმედოვნებენ, რომ ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის გაყიდვა მათ დაეხმარება გაასაჩივრონ ევროკავშირის სანქციები, რომლებიც დაწესდა ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ.