„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში კლინიკურ პრაქტიკას გადიან

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები გერმანიაში, „ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას გადიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები „ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში სტაჟირებას გაივლიან.
გარდა პრაქტიკისა, სტუდენტებს მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორები თეორიულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ.
„სტუდენტებთან ერთად პარტნიორ უნივერსიტეტს არსებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად „ევროპის უნივერსიტეტის“ სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ჭყოიძე ეწვია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ხარჯებს სრულად ფარავს „ევროპის უნივერსიტეტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო