მარკო რუბიო – იოჰანესბურგში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დავესწრები – სამხრეთ აფრიკა ცუდ საქმეებს აკეთებს

მარკო რუბიო სამხრეთ აფრიკაში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ განცხადებას -ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„იოჰანესბურგში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დავესწრები. სამხრეთ აფრიკა ცუდ საქმეებს აკეთებს. კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას ახდენს. „დიდი ოცეულის“ სამიტს „სოლიდარობის, თანასწორობისა და მდგრადობის“ ხელშეწყობისთვის იყენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა (DEI) და კლიმატის ცვლილება. ჩემი საქმე ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის ხელის შეწყობაა და არა გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვა ან ანტიამერიკანიზმის წახალისება“, -წერს მარკო რუბიო.
„დიდი ოცეულის“ სამიტი სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში 20-21 თებერვალს გაიმართება.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ აფრიკას საგარეო პროგრამების დაფინანსება შეუჩერა და განაცხადა, რომ „სამხრეთ აფრიკა მიწების კონფისკაციას ახდენს და ხალხის ზოგიერთ კლასს ძალიან ცუდად ეპყრობა“. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკას „საკუთრების უფლების რასისტული კანონები“ აქვს.
ს განცხადებას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა გამოეხმაურა. რამაფოსას თქმით, „სამხრეთ აფრიკა მიწების კონფისკაციას არ ახდენს და მიწებზე საზოგადოების თანასწორუფლებიან წვდომას უზრუნველყოფს“.