ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს – სანქციები მოდის! – უილსონი

ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს – სანქციები მოდის! – უილსონი
ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს, აშშ-ისა და ევროკავშირის შეთავაზებების მიუხედავად. ახლა ისინი თავიანთ დიქტატურას სულელურ რეკლამას უკეთებენ, 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გარიცხვითა და დემონსტრანტების სასტიკი დარბევით, დიდი ყურადღების მიუხედავად. სანქციები მოდის!“, – წერს ჯო უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს