უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა დარტყმა რუსეთის სამხედრო აეროდრომზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, 6 თებერვალს დილით განაცხადა, რომ გასულ ღამით უკრაინის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ს კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკში მდებარე სამხედრო აეროდრომს.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსეთის საავიაციო საშუალებების ოპერატიული ბაზირების ეს ობიექტი გამოიყენება უკრაინის ტერიტორიაზე შეტევებისთვის „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მომზადებისა და გაშვებისთვის და ემსახურება იმ საავიაციო ტექნიკასაც, რომელიც ამოცანებს ასრულებს ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დადასტურებულია აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.
გასულ ღამით, პრიმორსკო-ახტარსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ ბონდარენკომ ტელეგრამ-არხით ადგილობრივ მცხოვრებთ მიმართა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები დრონების შეტევას იგერიებენ, ამიტომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და უსაფრთხოების მიზნით ფანჯრებთან ახლოს არ მივიდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულად პრიმორსკო-ახტარსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. სამინისტროს მიერ 6 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს 6 უკრაინული დრონი.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.