პანამის არხის ადმინისტრაცია აშშ-ის სამთავრობო გემებისთვის არხში გადასახადის გარეშე გავლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პანამის არხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პანამის არხის ადმინისტრაცია, რომელსაც არხში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებამოსილება აქვს, იტყობინება, რომ მათში ცვლილებები არ შეუტანია“, – აცხადებს პანამის არხის ადმინისტრაცია.
პანამის არხის ადმინისტრაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ამერიკული სამთავრობო გემები პანამის არხში გავლას გადასახადის გადახდის გარეშე შეძლებენ.
„პანამის არხის ადმინისტრაცია მზად არის აშშ-ის სამხედრო გემების ტრანზიტთან დაკავშირებით შესაბამის ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დიალოგი დაამყაროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.