ირაკლი წიგნაძის ადვოკატი – ვითხოვდი, საერთოდ არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, რადგან ამის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი არ იყო – კანონი არ არის კონსტიტუციური

ვითხოვდი, რომ საერთოდ არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, რადგან არ იყო სახეზე ფაქტობრივი საფუძველი, არ იყო ფორმალური საფუძველი, ზოგადად, კანონი არ არის კონსტიტუციური, – ამის შესახებ “თბილისი მოლთან” გზის გადაკეტვის გამო დაკავებული ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, გირაოს გადახდის შემდეგ ირაკლი წიგნაძე რამდენიმე საათში გათავისუფლდება.
„ჩვენთვის გირაოს თანხა იყო მეორეხარისხოვანი. პირადად მე საერთოდ არ ვითხოვდი გირაოს თანხის შემცირებას, ვინაიდან ვითხოვდი, რომ საერთოდ არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, რადგან არ იყო სახეზე ფაქტობრივი საფუძველი, არ იყო ფორმალური საფუძველი და სანამ ფაქტობრივ საფუძველზე ვისაუბრებთ ზოგადად, კანონი არ არის კონსტიტუციური.
ამ მოცემულობებიდან გამომდინარე, ვითხოვდით, რომ ირაკლი წიგნაძე დარბაზიდან გათავისუფლებულიყო და პირდაპირ დარბაზიდან წამოგვეყვანა, არ შეფარდებოდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. მოსამართლემ, გარკვეულწილად, სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში გირაოს თანხაც შეამცირა, თუმცა, ირაკლისთან მიმართებაში ესეც არ გააკეთა.
გირაოს თანხის გადახდისთანავე, რამდენიმე საათში მოხდება ირაკლის გათავისუფლება”, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს