მედია: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში 20 თებერვალს ჩავა

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი კიევში 20 თებერვალს ჩავა.

„ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ამ თარიღში გეგმავს ჩამოსვლას, თუ განრიგი არ შეიცვლება“, – განაცხადა ტელეკომპანია „რადას“ წამყვანმა. 

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის გუნდებს ერთმანეთთან კომუნიკაცია და შეხვედრები მანამდეც აქვთ დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!