დიმიტრი ბიძინაშვილი – არ ვეთანხმები ბრალს, არ ვთვლი თავს დამნაშავედ – ვთვლი, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურადაა ნაწარმოები

„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული, დიმიტრი ბიძინაშვილი თავს დამნაშავედ არ თვლის და ბრალს არ ეთანხმება. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
„არ ვეთანხმები ბრალს, არ ვთვლი თავს დამნაშავედ. ვთვლი, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის ნაწარმოები. ფარული მიყურადების საქმე დევს პროკურატურაში, მაგრამ დღემდე არავინ შემხმიანებია. თავისუფლებისთვის ბრძოლა დანაშაული არაა. ამას ჩემს დანაშაულად არ ვთვლი, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვიბრძვი. ვთვლი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, იმ ხალხისთვის, ვინც რუსთაველზე ტყვიას შუბლს უშვერდა. ამ ხალხმა თავისი სიცოცხლე გაწირა, საკუთარი ჯანმრთელობა დადო, რომ აქ ვყოფილიყავით. ეს ბრძოლა გრძელდება და გავიმარჯვებთ სახელოვნად“,- განაცხადა ბრალდებულმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო