თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის მხრიდან, ხალხის გაჩუმების მიზნით, სახელმწიფოს სახელით ტერორის მცდელობას უკუეფექტი ექნება

ივანიშვილის მხრიდან, ხალხის გაჩუმების მიზნით, სახელმწიფოს სახელით ტერორის მცდელობას უკუეფექტი ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობდა.
ბოკუჩავას თქმით, ნაცვლად დიქტატურის კონსოლიდაციისა, მიიღებს კონსოლიდირებულ ქართველ ხალხს.
„ამ ადამიანების პატიმრობაში გაშვების მიზანი მუდმივი დისკომფორტის შექმნა თავად იმ ადამიანებისთვის, ვინც ბრალდებულის სკამზე დასვა დღეს ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა და მათი ოჯახებისთვის და სიგნალი ყველა ადამიანისთვის, ვინც შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, რომ ეს არის ის, რაც თქვენ გელით, თუმცა, ამგვარი სახელმწიფოს სახელით ტერორის მცდელობას ივანიშვილის მხრიდან ხალხის გაჩუმების მიზნით, ექნება უკუეფექტი და ნაცვლად დიქტატურის კონსოლიდაციისა, ივანიშვილი მიიღებს კონსოლიდირებულ ქართველ ხალხს, რომელიც მიუხედავად წარსულის, პროფესიის, ასაკის თუ პოლიტიკური შეხედულებისა, გავერთიანდებით და ამ ერთიანობით დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

კახა კალაძე – პრემიერის კაბინეტში მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა – იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ