გიორგი ბუტიკაშვილი – ელჩებს გავაცანით ის დრაკონული კანონები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო – ვისაუბრეთ მზია ამაღლობელის საკითხზე და იმ გზაზე, რომლითაც ახალ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს, ის „დრაკონული კანონები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა მიიღეს“.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებითაც.
„ჩვენ დღეს შევხვდით დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენ მათ გავაცანით ის დრაკონული კანონები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა მიიღეს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებითაც. ასევე, [ვისაუბრეთ] გზაზე, თუ როგორ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, რომელზეც ჩვენ ამდენი ხანი ვმუშაობდით. ეს დოკუმენტი უკვე არსებობს.
ცხადია, ჩვენ, ოთხმა კოალიციამ ერთად მოვიწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უბრალოდ, პარტია „საქართველოს“ წევრებმა დღეს მოსვლა ვერ შეძლეს“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ოფისში, სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი