თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულების, გიგი უგულავას და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულების, გიგი უგულავას და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების – გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუპატაძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება საპატიმრო გირაოს იშუამდგომლებს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია