„თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულების, გიგი უგულავას და კიდევ შვიდი პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს

„თბილისი მოლთან” სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულების, გიგი უგულავას და კიდევ შვიდი პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
როგორც პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ შუამდგომლობაში განმარტა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები არსებობს.
მისივე განმარტებით, დაკავებულები გიგი უგულავა, ვასილ ელიავა, ირაკლი ტაბატაძე, ირაკლი წიგნაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი, ნიკოლოზ კუპატაძე, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე სამართალდამცავების მიმართ აგრესიულები იყვნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას.
პროკურორის თქმით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არსებობს.
ადვოკატები ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ, ისინი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო გირაოს გამოყენებას მაინც გადაწყვეტს, უფლებადამცველები მინიმალური ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვენ.
ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი