გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას. გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება – მდინარაძე

მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც.
„მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებელს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე. ბუნებრივია, ჰეროინისა და მარიხუანას მოხმარებაზე ერთნაირი დამოკიდებულება არ იქნება.
ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, – განაცხადა მდინარაძემ.
www.interpressnews.ge