სეს-მა ,,ბაკურიანი ციდას” წყლის ნიმუშების კვლევა დაასრულა – განცხადება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ,,ბაკურიანი ციდას” წყლის ნიმუშების კვლევა დაასრულა და განცხადება გაავრცელა:
,,ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.
კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა

ასევე დაგაინტერესებთ

გორში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა – პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სამართალდამცავის მოკვლა ცულის გამოყენებით სცადა, პოლიციის თანამშრომელმა კი ჰაერში გაისროლა

პეტრე ცისკარიშვილი – იმის ნაცვლად, ქვეყანა წაიყვანონ წინ, აბრუნებენ უკან – თუ ბელარუსს დავემსგავსეთ, ბელარუსები ვერ დადიან ევროპაში, 10-დან ერთ ადამიანს შეიძლება მისცენ ვიზა და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი რეალობა